მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი დაიწყო - ამ წუთებში ის პრეზიდენტს ხვდება

გამოქვეყნდა:

ამერიკისს ახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის ოფიციალური ნაწილი უკვე დაიწყო. ამ წუთებში ათონელის რეზიდენციაში ის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მედიას ადგილზე მხოლოდ შესვლის კადრის გადაღების საშუალება ექნება, თვითონ შეხვედრა კი დახურულ ფორმატში გაგრძელდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პომპეოსა და პრეზიდენტის შეხვედრას საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც ესწრება. 

პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ პომპეო პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი საქართველოს პატრიარქს შეხვდება. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი