აშშ უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ რეგიონში - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მაიკ პომპეოს თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. 
მისი თქმით, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს არიან ამერიკა და საქართველო.

"მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში,“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. სალომე ზურაბიშვლმა კი აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.

"მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტრატეგიულად ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის, რომ უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ რეგიონში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამასთან, როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ამერიკამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღოს. 

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. აღსანიშნავია,პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს სასახლის შესასვლელში არ დახვდა და მაიკ პომპეო პრეზიდენტის დარბაზში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აიყვანეს. ზურაბიშვილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არც გამოუცილებია. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.

ასევე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი