ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 19 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 73 877 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 93 092 
  • გამოჯანმრთელებულია - 73 877
  • გარდაცვლილია - 853
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 186
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 518
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 833
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი