ონლაინ კაზინოები ბრძანებას არ ემორჩილებიან - "ევოლუშენ გეიმინგი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ონლაინ კაზინოები არ ემორჩილებიან. სპეციალური მითითებით, რომელიც გუშინ გამოიცა და გუშინვე უნდა ამოქმედებულიყო, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სლოტ კლუბებს, კაზინოებსა და ტოტალიზატორებს მუშაობა დროებით უნდა შეეწყვიტათ, თუმცა "მთავარმა არხმა" დღეს გადაიღო ერთ ერთი ონლაინ კაზინოს ოფისი, სადაც თანამშრომლები დღეს ჩვეულ რეჟიმში მივიდნენ სამსახურში.

საუბარია "ევოლუშენ გეიმინგზე" სადაც ათობით ადამიანი მუშაობს. ისინი "მთავარ არხს" ფარულად დაუკავშირდნენ და არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად, ხელმძღვანელობამ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლაზე უარი განუცხადეს. გარდა ამისა, თანამშრომლები შენობაში პირბადეებისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე გადაადგილდებიან.

თანამშრომლების ნაწილი კი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მათთვის უცნობია და ინფორმაცია ხელმძღვანელობას არ მიუწვდია:

"ევოლუშენ გეიმინგის" წარმომადგენლობა კი აცხადებს, რომ მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს გაითვალისწინებენ:

ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა. მომდევნო კვირიდან კი თითოეულ თანამშრომელს ტემპერატურას შევუმოწმებთ" განაცხადა "მთავარ არხთან" საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი