ტიბეტის მთავრობის მეთაური თეთრ სახლს 60 წლის შემდეგ პირველად ეწვია

გამოქვეყნდა:

ტიბეტის მთავრობის მეთაური ექვსი ათწლეულის განმავლობაში პირველად ეწვია თეთრ სახლს ამერიკაში. ამ ფაქტმა, შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს ოფიციალური პეკინი, რომელმაც დაადანაშაულა შეერთებული შტატები რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

მთავრობის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ლობსან სანგაი, ტიბეტის ცენტრალური ადმინისტრაციის პრეზიდენტი (CTA), მიიწვეის თეთრ სახლში, შეხვდეს ტიბეტის საკითხებში აშშ-ს ახლად დანიშნულ სპეციალურ კოორდინატორს რობერტ დესტროს.

"ეს უპრეცედენტო შეხვედრა, ალბათ, შექმნის ოპტიმისტურ ტონს აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან CTA-ს მონაწილეობისთვის და უფრო ოფიციალური გახდება მომდევნო წლებში", - აღნიშნა CTA-მ.

ტიბეტი გახდა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დავის ერთ-ერთი სფერო. ივლისში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტიბეტი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ვაშინგტონი რეგიონისთვის ავტონომიას მხარს უჭერს.

მას შემდეგ პეკინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს შეერთებულ შტატებში ტიბეტის გამოყენებაში ჩინეთში "განხეთქილების" ხელშესაწყობად. 

ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა,  რასაც "მშვიდობიანი განთავისუფლება" უწოდა, რაც მას "ფეოდალური წარსულის" გადაგდებაში დაეხმარებოდა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა აგვისტოში თქვა, რომ ჩინეთმა საჭიროა ტიბეტში ციხესიმაგრე ააგოს, რათა ეროვნული ერთიანობა დაიცვას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი