"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ" - მეუფე იოანე

გამოქვეყნდა:

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ," - ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნების დასრულებას. მიტროპოლიტის თქმით, არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და მათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა. მეუფე ამბობს, რომ "ხმებით თამაში ყოველთვის იყო".        

"არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათმა უნდა თქვან როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. საერთოდ ერეკლედან დაწყებული, ვინ ათენში მამამთავარი იყო დემოკრატიის ყოველთვის ხდებოდა თამაში ხმებით.  მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს," - ამბობს მეუფე იოანე.

გარდა პოლიტიკური თემისა, მიტროპოლიტი პანდემიის საკითხსაც ეხმიანება და ამბობს, რომ ეკლესიები არ დაიკეტება. 

"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია.  ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რახან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა  ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიც არის - მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია.  გარანტირბული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, თუმცა ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა. იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ", - თქვა მან. 

ამასთან, მეუფე იოანეს თქმით, ეკლესიას ვირუსის გადაცემას ვერ დავაბრალებთ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი