საპატრიარქო "ოცნებას" გამარჯვებას არ ულოცავს და არჩევნების ოფიციალურ შედეგს ელოდება

გამოქვეყნდა:

გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვება "ოცნებისთვის" საპატრიარქოს ჯერ არ მიულოცავს; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, ამბობს, რომ ისინი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებას ელოდებიან. 

"დაველოდოთ. ჯერ გუშინ დამთავრდა მეორე ტური. ოფიციალურად როცა დაიდება, მერე შეიძლება რაღაცას ველოდოთ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ჯაღმაიძე. 

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს. "მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს" - ამბობს მეუფე იოანე. 

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ საპატრიარქო ამ ეტაპზე ფრთხილობს, თუმცა "ერთგული ეპისკოპოსები" უკვე ულოცავენ პრორუსულ ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებას. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი