თბილისის მერიის ბიუჯეტი მცირდება, მაგრამ თანამშრომლების ხელფასები იზრდება

გამოქვეყნდა:

თბილისის ბიუჯეტი 266 მილიონი ლარით მცირდება, სამაგიეროდ იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები.

5 მილიონ 500 ათასი ლარით კალაძის უწყება თანამშრომლების ხელფასებს ზრდის, ამის ფონზე 125 მილიონი ლარი საგზაო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოაკლდა. 

დეკემბრის ბოლოს, დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.  

თბილისის მერიის ბიუჯეტი 844 მილიონითაა განსაზღვრული, რაც ნიშნავს რომ წინა წელთან შედარებით 266 მილიონით არის შემცირებული. 2021 წლის ბიუჯეტში შემცირება აისახება: 

  • ინფრასტრუქტურზე - 125 მილიონით;
  • საგზაოზე - 34 მილიონიით;
  • ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა - 97 მილიონი. 

ამ შემცირების ფონზე მერიის თანამშრომლების ხელფაზები გაიზარდა - 5 500 000 ლარით. 

ოპოზიციაში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ:

როცა თბილისელებს აკლდებათ 260 მილიონი ლარი, სამაგიეროდ კალაძეს და თანამდებობის პირებს ემატებათ 5 მილიონი ლარი, ანუ მოქალაქეს 260 მილიონ ლარს, რომ დავაკლებთო, რაღაცეებს აღარ და ვეღარ გავაკეთებთო, ეკონომიკური კრიზისი გვაქვსო, კალაძისთვის და ბიუროკრატებისთვის ხელფასები, რომ მოიმატონო და დანამატი, სარგო და ჯილდო, რომ ჰქონდეთო ამისთვისო 5 მილიონი კიდე არისო. ნაცვლად იმისა ამ წლების განმავლობაში ბიუჯეტი გაგვეზარდა, ჩვენ წავედით უკან - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

2021 წლის ბიუჯეტს ეკონომისტებიც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არასწორია როდესაც ბიუჯეტი ყველაზე დიდი ნაწილი ბიუროკრატიულ ხარჯებს ხმარდება. 

ბევრად უფრო გონივრული გადაწყვეტა ალბათ უფრო იქნებოდა კერძო სექტორისთვის უფრო მეტი ასპარეზის გაჩენა და შესაბამისად, მათ შორის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და მათი გადასროლა კერძი სექტორში- ამბობს ეკონომისტი პაატა შეშელძე

2021 წლის თბილისის ბიუჯეტი, ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არის წარმოდგენილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი