პარლამენტში მარტო დარჩენაში, პრობლემას ვერ ვხედავ - კალაძე 

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდის ერთ ერთი ლიდერი კახა კალაძე ერთპარტიულ პარლამენტში პრობლემას ვერ ხედავს.

მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იმედი მაქვს, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შევძლებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სრულად ოპოზიციური სპექტრი გაყალბებულად თვლის და საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე უარს ამბობს. ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი