პირველად შოტლანდიაში ქალთა ჰიგიენის საშუალებები კანონით უფასო იქნება

გამოქვეყნდა:

შოტლანდიაში, მსოფლიოში პირველად, ქალთა ჰიგიენის საშუალებები უფასო იქნება. ამის შესახებ კანონი, შოტლანდიის პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.

შოტლანდიის პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა შრომითი პარტიის MSP–ის წევრმა,  მონიკა ლენონმა წარუდგინა, ის ჰიგიენის მხრივ, ქალთა სიღარიბის დასაძლევად 2016 წლიდან იბრძოდა, მისი თქმით, ახალი კანონი ყველა ქალს მისცემს თანაბარ შესაძლებლობას ჰიგიენის დაცვის საშუალება ჰქონდეთ "ციკლის დროს ჰიგიენის დაცვა ქალებისთვის, პანდემიის დროს განსაკუთრებით, მნიშნველოვანია, შოტლანდია ამაყია დღევანდელი დღით" – ამბობს მონიკა ლენონი.

ე.წ. "ციკლის სიღარიბე" ნიშნავს, რომ ქალს არ შეუძლია გაწვდეს  ელემენტარულ ჰიგიენურ პროდუქტებს, რაც საშუალოდ შოტლანდიაში თვეში 8 ევრო ჯდება.

შოტლანდიაში კვლევაც ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ შოტლანდიელი ქალების 10% ჰიგიენურ საშუალებებს საერთოდ ვერ ყიდულობდა, 19%–ს კი შეძენა ძალიან უჭირდა. რაც ნიშნავს, რომ შოტლანდიაში ყოველ მეხუთე ქალს, ციკლის დროს ჰიგიენის დაცვის პრობლემა ჰქონდა.

კვლევის თანახმად, შოტლანდიელი გოგონები ციკლის დროს სკოლასაც აცდენდნენ, ამიტომ შოტლანდიაში ფიქრობენ, რომ ახალ კანონს გავლენა განათლების ხარისხზეც ექნება.

შოტლანდიაში, ახალი კანონით, ადგილობრივ მთავრობებს ევალებათ იზრუნონ, რომ ყველას ვისაც მენსტურალური ციკლის ჰიგიენის დასაცავად სპეციალური საშუალებები დასჭირდება შეეძლოს მისი უფასოდ მიღება.

შოტლანდიის საჯარო დაწესებულებებში და შენობებში, უფასო პირსახოცები და ჰიგიენის დასაცავად საჭირო სხვა საშუალებები, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილებში განთავსდება.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი