ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 124 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.

 Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 118 690
  • გამოჯანმრთელებულია - 98 781
  • გარდაცვლილია -  1 124
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 037
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 920
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  6 165
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი