დღევანდელი, 26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 99 781 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი