კოვიდ 19-ით ინფიცირებული ბავშვების მაჩვენებელი საქართველოში მაღალია

გამოქვეყნდა:

საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მაღალია. ამ დროისთვის 38 დადასტურებული შემტხვევიდანარასრუწლოვანია. ბავშვების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ დაავადების პროგრესირება არ შეინიშნბეა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით ეს მაჩვენებელი მაღალია. იგივეს აცხადებს თენგიზ ცერცვაძეც. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევებმა აჩვენა, რომ კოვიდ 19-ით ბავშვებიც ავადდებაინ

ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვებს საერთოდ არ ემართებოდათ. შემდეგ თქვეს, რომ მთალდ ასე არ არის და ემართებათ და ჩვენმა შემთხვევამ დაადასტურა, რომ დიახ, ბავშვებს ემართებათ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

რატომ არის მსოფლიოსგან განსხვავებით საქართველოში, ბავშვებში მაღალი მაჩვენებელი, პედიატრები მიზეზებს ვერ ასახელებენ. იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ კოვიდ 19-ით დაავადებული ბავშვების მისაღებად მზად არიან.

თუ ჩვენი ქვეყნის მონაცემებს შევადარებთ, რა თქმა უნდა განსხვავება პროცენტულად არის, 4 პაციენტი 38-დან გაცილებით უფრო მეტია ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუმცა რა თქმა უნდა ის ციფრი ძალიან ცოტაა სტატისტიკის რაღაც გარკვეულ განსხვავებაზე რომ ვიმსჯელოთ" აცხადებს იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მსოფლიოში რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი შედარებით დაბალია. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ვითარება განსხვავებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი