პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები: შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აქტივისტებისთვის გაუგებარია, პოლიციამ რა მიზეზით დააკავა ისინი.

შუშანა მაცაბერიძის და ნათია ლეთოდიანის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს აქვს გარკვეული მტკიცებულებები, კერძოდ, ეს მტკიცებულებები არის პოლიციის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები. უფლებადამცველი ჯერ არ გაცნობია ამ მტკიცებულებებს, თუმცა ამბობს, რომ, ამ ჩანაწერების საფუძველზე აქტივისტებს არ დაუმტკიცდებათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება. 

დღეს სამოქალაქო აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენების განხილვასა და ორმხრივი მზაობის გამოხატვას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა.

აქგე გეტყვით, რომ დღეს, 28 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა. 

ფაქტზე განმარტება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, სადაც ზურაბ აბაშიძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები არ განუხილავთ და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი