მფრინავი ბადრიჯნები, მფრინავი ბუშტები, შუშის სასახლე - ირაკლი კობახიძის რომანის პასაჟები

გამოქვეყნდა:

"სანამ შეგიძლია, წაშალო ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის, მანამდე ცხოვრების შავ-თეთრი რეალობა ვერ მოგერევა. ყოველთვის მოიძებნება საჰაერო ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც პაწაწინა, მფრინავ ბადრიჯნად გამოჩნდები", - ეს არის ირაკლი კობახიძის სქელტანიანი რომანის "დაბრუნება ტერა ნუოვოში" წინასიტყვაობა, რომელიც 2018 წელს გამოსცა, ანუ მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. 

კი ვართ ოკუპირებულები და შიმშილით კი გვხდება სული, პანდემიამ კი გვიტირა დედა და კრიმინალმა გადაგვჯეგა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე მაინც პულობს დროს, რომ 300 გვერდიანი რომანი დაწეროს, თანაც, იუმორისტულ შოუში, ირონიით ამბობს:

წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და წიგნი დავწერე და პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, რამდენ წიგნს დავწერდი...

მაშინ, როცა ოლიგარქის ჯიბე სქელდება, ხალხისა კი - თხელდება, ირაკლი კობახიძის რომანში ოცნებები საჰაერო ბუშტით, სულ მაღლა და მაღლა დაფრინავენ, ხოლო რიგითი ადამიანები პაწაწინა, მფრინავ ბადრიჯნებად მოჩანან. ეს არის  წიგნი, არც მეტი, არც ნაკლები - მფრინავ ბუშტებზე, პაწაწინა ბადრიჯნებზე და შუშის სასახლეზე - ასეთია ირაკლი კობახიძის წარმოსახვითი სამყარო.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი