მსხვერპლით დასრულებული ავარია მახათაზე - 8 თვის შემდეგ დამნაშავე ისევ დაუსჯელია

გამოქვეყნდა:

ავარია მახათას მთაზე, რომელმაც ესტონეთის სათვისტომოს წევრი იმსხვერპლა. 8 თვის შემდეგ დამნაშავე ისევ არ დასჯილა.

რა მოხდა 2020 წლის 6 მარტს მახათას მთისა და ვაზის უბნის დამაკავშირებელ გზაზე, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის კვალი დღემდე ეტყობა. 

დილის 9-ის ნახევარზე "ნისანის" მარკის ავტომობილი მახათას მთიდან ვაზისუბნის მიმართულებით მოძრაობს, ამ დროს მანქანაში 2 ადამიანი იმყოდება, ადგილზე მოძრაობა გადატვირთულია, "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა გადაწყვიტა საპირისპირო მხრიდან წამოსული და ამ დროს შეეჯახა "ნისანის" მარკის ავტომობილის. ავარიის შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე გადრიდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დამხარება მალევე გამოჩნდა. გარდაცვლილის შვილი, რომელიც "ნისანის" მარკის ავტომობილს მართავდა და მეორე ავტომობილის მძღოლი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, ორივეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მძრაობის უსაფრთოხების ან ექსპლუატაციის წესის დარაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ავარიიდან 10 დღის შემდეგ დაიკითხა "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი, გიორგი ოსაძე. თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. საქმე სასამართლომდე არ მისულა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქმეში ადვოკატი ჩართეს, საგამოძიებო ორგანოს დაინტერესებაზე საუბრობენ, რომელსაც ნათესავურ კავშირებს უკავშირებენ, ისინი ამბობენ, რომ გიორგი ოსაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი მაღალი თანამდებობის პირი მფარველობს. 

ავარია მარტში მოხდა და დღეს ექსპერტიზის პასუხი ჯერ კიდევ ცნობილი არ არის, ამის გამო უმძმეს დანაშაულს არც ბრალდებული არ ჰყავს. 

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევვა, სადაც სამთავრობო ინტერესებს სიმართლის აღდგენა ეწირება. გარდაცვლილის ოჯახს საქმის გამოძიებისა და დამნაშავის იმედი არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი