"ზამთრის მარაგი" - მოხალისეები სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს პროდუქტებით ეხმარებიან

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელ Facebook-ში შეიქმნა ჯგუფი "ზამთრის მარაგი". ჯგუფში გაწევრიანებული მოხალისეები
სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს საკვები პროდუქტებით ეხმარებიან. 

წინ "დიდი ზამთარია", როგორც იცით საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. რა შეგვიძლია ჩვენ? ყველას ოჯახში თუ არა, საკმაოდ ბევრის ოჯახში მაინც არის "ზამთრის მარაგი" , კომპოტები/ჯემები ა.შ და ა.შ(თითო ოჯახმა 1 ქილა ნებისმიერი რამ რომ გამოყოს “ზემოთხსენებული ხალხისთვის” საკმაოდ დიდი მარაგი შეგროვდება) ყველა ქალაქში შეგვიძლია მოვძებნოთ თითო სანდო ადამიანი ვინც ამ ზამთრის მარაგს კონკრეტულ ლოკაციაზე “მოაბილიზებს” (+1 ადამიანი ვინც მანქანით იქნება ანუ ჯამში ერთ ქალაქზე ორი მოხალისე) და საჭიროების შემთხვევაში შიმშილისთვის განწირულ ადამიანებს მიუტანს სახლში ნუ გავწირავთ ჩვენს თანამოქალაქეებს რამით მაინც შევუმსუბუქოთ ეს მწარე რეალობა, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

შეზღუდვების სრული სია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი