რომის პაპმა ისტორიაში პირველად აფრო-ამერიკელი კარდინალი დანიშნა

გამოქვეყნდა:

რომის პაპმა, ფრანცისკემ, 13 ახალი კარდინალი დანიშნა - მათ შორისაა უილტონ გრეგორი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი კარდინალი გახდა

"დიდი მადლიერებითა და პატიცისცემით, მადლობას ვუხდი პაპ ფრანცისკეს, რომ მომცა საშუალება, მასთან ერთად ვიზრუნო ქრისტეს ეკლესიისთვის", - თქვა გრეგორმა. 

ცერემონია წმ.პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა, პანდემიის გამო კი მხოლოდ რამდენიმე ათეული სტუმარი დაესწრო. 

ახალი კარდინალები არიან იტალიიდან, რუანდადან, აშშ-დან, ფილიპინებიდან, ჩილესა და მექსიკიდან - ისინი მომავალი პაპის არჩევაშიც მიიღებენ მონაწილეობას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი