საქართველოში ბავშვთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია – სპეციალისტები შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ინფექციური კლინიკის იზოლირებულ პალატებში კორონავირუსის დიაგნოზით ახალა 4 ბავშვია მოთავსებული.  38 ინფიცირებულიდან 4 არასრუწლოვანი პროცენტულად ძალიან მაღალი მაჩნებელია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ამ მხრივ ერთი–ერთი გამორჩეულია.

 ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ ამ თემას სწავლოვენ და ყურადღებით აკვირდებიან. ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული 4 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება აქ არ პროგრესირდება. მათ ექიმები დღეში რამდენჯერმე ამოწმებენ, თუმცა ამბობენ, რომ გართულება არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა.   

პირველი კვლევა „კოვიდ 19“- ის ბავშვებში გავრცელებასთან დაკავშირებით ჩინეთში ჩატარდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოზარდებში ვირუსული დაავადება იშვიათად ვლინდება.  გამოვლენის შემთხვევაშიც ვირუსი მარტივად მიმდინარეობს. თუმცა მეცნიერებს ახლა დიდი თავსატეხი აქვთ – ბავშვები გადამტანები არიან, შეიძლება მათ სიმპტომი არ ჰქონდეთ, თუმცა ვირუსი ორგანიზმში იყოს და უფრო მეტი უფროსი დააინფიცირონ.

კონკრეტულ მიზეზს, რა იცავს ბავსვებს ახალი კორონა ვირუსისგან, სპეციალისტები მსოფლიოში ჯერ კიდევ იკვლევენ. ქართველ პედიატრებს რამდენიმე ვერსია აქვთ. მათგან ერთ–ერთის მიხედვით, 5 წლამდე ბავშვი წელიწადში შესაძლოა 10–ჯერ მაინც გაცივდეს ,ეს გაცივება მოზარდებში სწორედ სხვადასხვა შტამის კორონა ვირუსებით არის გამოწვეული. ამიტომ მოზარდებს გარკვეული იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ გააჩნიათ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე დაადგინა, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ორგანიზმის იმუნური სისიტემის გაძლიერებაა. კარგ იმუნიტეტს კი სოციალური მდგომარეობა აყალიბებს – ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და სუფთა ჰაერი. ქართველი სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ბავსვებში „კოვიდ 19“–ის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი სწორედ იმ სოციალური ფონის შედეგია, რომელიც ქვეყანაში არსებობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი