"ინსულინის ბიზნესს აკონტროლებს ამირან გამყრელიძე"-მძიმე ბრალდებები NCDC-ის ხელმძღვანელს

გამოქვეყნდა:

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მძიმე ბრალდებებს უყენებს.

გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოშ ინსულინის ბიზნესს გამყრელიძე აკონტროლებს და წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოდის და რომელსაც ბავშვებს უკეთებენ, დაბალი ხარისხისაა.

ინსულინის ბიზნესს აკონტროლებს ამირან გამყრელიძე. საქართველო ყიდულობს დაბალი ხარისხის ინსულინს ჩინეთიდან და ინდოეთიდან და ამ ინსულინს უკეთებს ინსულინდამოკდებულ ბავშვებს. მოსწონს ეს მას თუ არა, ეს ინფორმაცია ჩემთან არის და რანაირი არზებიც არ უნდა მიძღვნას, ვერ გამაჩუმებენ. ამას მოვყვები დოკუმენტალურად" ამბობს ჩალაძე და ამტკიცებს, რომ აქვს ყველა შესაბამისი დოკუმენტი.

მისივე თქმით, ამირან გამყრელიძემ არ იცის ბიოტექნოლოგიები, არ აქვს კომპეტენცია და ერთადერთი რაც იცის, ესაა "საბჭოთა კავშირის ხრიკები და როგორ იშოვოს ფული".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი