შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ან ფულად დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

რუსთავში შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები დაუმორჩილებლობას აცხადებენ. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებს ე.წ. სტამბულის ბაზრის გარემოვაჭრეები აპროტესტებენ.

მათ ქალაქის ცენტრალური გზა გადაკეტეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩენენ და ახლა თვითგადარჩენისთვის იბრძვიან. 

ადგილზე მისული იყო ქალაქის მერი, რომელმაც აქციის მონაწილეების კითხვებს თავი აარიდა.

"გუშინ მოვიდნენ, ვითომ გაფრთხილებაო. გაფრთხილება კი არა, ტრაქტორს მოვიყვანთო, ფეხებზე გვკიდიხართო თქვენო, ვითომ მოსახლეობაზე ფიქრობენ და ხალხისთვის, არანაირ დახმარებას არ გვიწევენ. ადგილებზე დაჯდნენ, სკამებზე და აღარ უნდათ აღარაფერი. არჩევნების წინ სად იყვნენ? ხალხი მაშინ არ იხოცებოდა? თუ ხალხზე ფიქრობდნენ, მაშინ უნდა დაეკეტათ", - ამბობს გარემოვაჭრე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ დახმარება გაზაფხულზეც ვერ მიიღეს. 

"პენსიონერი ვარ, 78 წლის ქალი. ვმუშაობ, 150 ლარს ქირაში ვიხდი, 100 ლარით ნემსებს ვიკეთებ და არც მყოფნის საჭმელად. ჩემთვის ვზივარ ამ პატარა ინდმეწარმეებში და კაპიკებს ვაკეთებ. არც გაგვაფრთხილეს, ისე დაგვიკეტეს", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე. 

ათეულობით მოქალაქე მუშაობის გაგრძელებას უფლებას ან მთავრობისგან ფულად დახმარებას ითხოვს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

ცნობისთვის, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, გზა გადაკეტეს მეყვავილეებმაც, რომლებიც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი