ტესტირება COVID 19–ზე – კლინიკური ლაბორატორიები ჯანდაცვის უწყებას პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

კლინიკური ლაბორატორიები ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის წინააღმდეგ არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ქმედებას სთხოვენ.

სპეციალისტები ითხოვენ, რომ მოხდეს კლინიკური ლაბორატორიების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მათაც შეძლონ ტესტების ჩატარება.

კლინიკური ლაბორატორიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პროცესს ხელოვნურად აფერხებს. მათივე ინფორმაციით, უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, რეაგირება არ მოყოლია.

მათი თქმით, კერძო ლაბორატორიების დახმარებით მეტი ადამიანის გამოკვლევა გახდება შესაძლებელი.

ექიმები ძალიან ცუდ დღეში არიან იმიტომ, რომ უამრავი პაციენტი აკითხავთ იგივე ფილტვების ანთებით, იგივე გრიპის სინდრომით და ა.შ. და ამ დროს ისინი ეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს ტესტი და ვერ გაგიკეთებთ და ეპიდემიოლოგიური თავლსაზრისით არ ექვემდებარებიან ტესტირებას ლუგარის ცენტრში“, – განაცხადა „ნეოლაბის“ დირექტორმა, გიორგი კამკამიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ეხმაურება სპეციალისტების მოთხოვნას და აცხადებს, რომ განიხილავენ მათ განაცხადებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი