ნიკა გვარამიასა და გიგი უგულავას კვალდაკვალ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესიც ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

უკვე ცნობილია, რომ რეპრესიების ახალი ტალღა, შესაძლოა, ნიკა გვარამიასა და გიგი უგულავას კვალდაკვალ,  ნიკა მელიასაც შეეხოს - ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 15 დეკემბერს გაიმართება.

მანამდე, 7 დეკემბერს გაიმართება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის" ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, ხოლო 10 დეკემბერს ჩანიშნულია "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო. 

"ღამის მთავარში" ცნობილი გახდა, რომ მოკლე ტქსტური შეტყობინება მიიღო ნიკა მელიამაც - მისი სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს განახლდება. 

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პროცესი დღეს ჩაინიშნა და შესაბამისად, შეტყობინებები ადრესატებს დღეს გაეგზავნათ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი