ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად ემზადება, მანჰეტენის ქუჩები უკვე მორთულია, თუმცა,  წელს, განსხვავებით სხვა ახალი წლის ღამეებისგან, თაიმს სქვერზე 2021 წლის შესახვედრად მხოლოდ ლიმიტირებული ადამიანების რაოდენობა შეძლებს დაესწროს საახალწო, ბურთის დაშვების ტრადიციას. 31 დეკემბრის ქუჩის ღონისძიებაზე ბილეთებიც არ გაიყიდება, დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ და მათ ვისაც მოსაწვევი გაეგზავნებათ.

იქამდე კი, ასე გამოიყურება საახალწლოდ მორთული ცენტრალური მანჰეტენი.   

როკეფელერის ცნობილი ნაძვის ხე, წელს, 2 დეკემბერს განათდება, თუმცა, კორონავირუსის გამო, დასწრება ამ შემთხვევაშიც დაშვებული არ არის. 

რუსკა გიორგაძის ფოტოები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი