გერმანიის ქალაქ ტრიერში საფეხმავლო გზაზე მანქანა ხალხში შევარდა - არიან გარდაცვლილები

გამოქვეყნდა:

4 ადამიანი გარდაიცვალა და სულ ცოტა 15 დაშავდა გერმანიის ქალაქ ტრიერში, მას შემდეგ, რაც საფეხმავლო გზაზე მანქანა ხალხში შევარდა. ტრიერის პოლიციის ცნობით, მომხდარზე 51 წლის კაცი უკვე დაკავებულია. 

გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვი, 73 წლის ქალი, 45 წლის კაცი და 25 წლის ქალი არიან. ყველა მათგანი ქალაქ ტრიერის მკვიდრი იყო. 

ამავე ქალაქის მაცხოვრებელია მანქანის მძღოლიც, რომელსაც აქამდე პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მანქანაც, რომლითაც 51 წლის კაცი ხალხში შევარდა, მას არ ეკუთვნოდა და არც მოპარული იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი