გუშინ ჩანიშნული ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, დღეს გაურკვეველი ვადით გადაიდო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს. 

"დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონა პანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა", - წერს ნიკა გვარამია. 

 შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი გუშინ ჩაინიშნა და ის 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი