"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია, Facebook-ზე წერს, რომ გუშინ ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო.
"ადვოკატს დაურეკეს სასამართლოდან. პროცესი გადაიდოო. მიზეზად - კორონა ვირუსი დაასახელეს", - ვკითხულობთ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, პროცესიც - პანდემიის მიზეზით - გაურკევევლი ვადით გადაიდო.
ცნობისთვის, გუშინ ჯერ ნიკა გვარამიას, შემდეგ კი ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები ჩაინიშნა.