შიდსით დაავადებულთა სიაში შეცდომით შეყვანილი ადამიანები - მათ ბაზიდან საკუთარი გვარის ამოშლა არ შეუძლიათ

გამოქვეყნდა:

2012 წელს ლელა ქაცანაშვილმა თანამშრომლებთან ერთად მოხალისედ სისხლი გაიღო. მას შემდეგ 8 წელი გავიდა. რამდენიმე დღის წინ კი,  როცა  მეგობრისთვის სისხლის გადასხმა გადაწყვიტა, შემთხვევით გაიგო, რომ სისხლის ბაზაში ის რვა წელია, გაწითელბულია. ოფიციალური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ ოთხი საშიში დაავადებიდან ერთ-ერთის მატარებელია.

ამ რვა წლის განმავლობაში, ლელამ ორი ოპერაცია გაიკეთა, ბავშვი შეეძინა, რისთვისაც საკეისრო კვეთაც დასჭირდა, უამრავჯერ იყო სტომატოლოგთან. დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან კი, შიდსით ინფიცირებულ ადამიანს არა მხოლოდ 8 წელი არ შეატყობინეს მისი დიაგნოზი, არამედ ახლაც, როდესაც უწყებას ოფიციალური  წერილით მიმართა, პასუხად მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიიღო, ნამდივლი პასუხი კი, მხოლოდ ტელეფონთ შეატყობინეს.  

იმისათვის, რომ გადაემოწმებინა საკუთარი დიაგნოზი, ლელა ქაცანაშვილი შიდსის ცენტრში მივიდა.

შიდსის ცენტრში "შაბათის მთავართან" კომენტარზე უარი თქვეს, თუმცა ლელას პირად საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა. მისი გამოსწორების საშუალებას კი, კანონი არ აძლევს. 

ამის შემდეგ, ლელა ისევ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ დიაგნოზი არასწორია,  რატომ ვერ ხერხდება მისი ბაზიდან წაშლა. პასუხად კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მშვიდად აუხსნა, რომ ლელას მსგავსად, დაავადებულთა სიაში შეცდომთ უამრავი ადამიანია შეყვანილი და მათაც ვერ შეძლეს, ბაზიდან საკუთარი გვარის ამოშლა.  

გამოდის, რომ ვინც ლელასავით სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა თავი ცე-ჰეპატიტით ან აივ ინფიცირების დიაგნოზით დაავადებულ ადამიანთა ერთიან ბაზაში - ასეთი ბევრია. 

ლელას არ აქვს იმედი, რომ ჯანდაცვის მინისტრი სიიდან მისი გვარის დროულად ამოღებაში დაეხმარება, ამიტომ  განცხადება საკუთარი უფლებების შელახვაზე სახალხო დამცველის აპარატში დატოვა. საქმეში ჩართო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატიც.  

სისხლის ბანკის დირექტორმა "შაბათის მთავართან"  კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა როდესაც გაიგო რა საკითხზე უკავშირდებოდნენ ჟურნალისტები, გულწრფელად გაუკვირდა - რატომ ახმაურებს ახალგაზრდა ქალი  ამ ამბავს.

ხომ ცხოვრობდა 8 წელი ისე რომ არაფერი იცოდა და ახლაც გააგრძელოს, განა რას ცვლის ეს მის ცხოვრებაში - ასეთია იმ კაცის პოზიცია, რომელსაც ბაზაში უამრავი წითლად მონიშნული პირი ჰყავს და მათგან რამდენია რეალურად დაავდებული, არ იცის. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი