მამა, ძე და სულიწმინდა არა და არმანი, ჰერმესი და ლუი ვიტონი - სასულიერო პირთა ვნებანი

გამოქვეყნდა:

შავი ჯიპები, ძვირადღირებული ტელეფონები, ბრენდირებული ტანსაცმელი, აქსესუარები... - სასულიერო პირების ეს გატაცებები დღეს აღარავის უკვირს. ამ ვნებების დაოკებას აღარ ცდილობს სამღვდელოება, რომელიც იგივეს გაკეთებისკენ მრევლს მოუწოდებენ. 

რამდენიმე დღის წინ ტექნიკის მაღაზიამ მეუფე ნიკოლოზს ახალი Iphone Pro 12 აჩუქა. ეს აიფონის ბოლო მოდელია. მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ ძველ ტელეფონსაც იტოვებს და ახალსაც. ის აპირებს, რომ ტელეფონით ფილმი გადაიღოს.

ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შალვა კეკელია, ძვირფასი სარიტუალო კაბებისა და ფერად-ფერადი ანაფორების შესაკერად ათასობით ლარს ხარჯავს. "მთავარი არხი" მამა შალვა კეკელიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რას უპასუხებდა იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში მას ძვირადღირებული სამოსის გამო აკრიტიკებდა, რაზეც მან უპასუხა:

"90% არიან ავადმყოფები, მე ვინც მლანძღავდა საცოდავი, დაავადებული ადამიანები...", - თქვა მამა შალვა კეკელიამ.

ჩაცმა-დახურვის დიდად მოტრფიალეა მღვდელი და პოეტი პეტრე კვარაცხელიაც, იგივე პეტრე კოლხი, რომლის სათვალეების კოლექციის ფასიც ნამდვილად სცდება სტრატოსფეროს.

სამწუხაროდ, კიდევ ძალიან ბევრია მოსაყოლი იმ სასულიერო პირებზე, რომლებმაც უარი თქვეს ღირსებაზე.

 

ავტორი: ბექა ყორშია

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი