Pfizer-BioNtech–ის კორონავირუსის ვაქცინით მსოფლიოში პირველი პაციენტი - 90 წლის ქალი აიცრა.
ჩრდილოეთ ირლანდიელი, მარგარეტ კინანი, დიდი ბრიტანეთის მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მოხვდა. პაციენტის თქმით, ვაქცინის გაკეთება მისთვის პრივილეგიაა, ის ერთ კვირაში 91 წლის ხდება და ამბობს, რომ ნაადრევი დაბადების დღის საჩუქარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში ვაქცინაცია დღეს დაიწყო - Pfizer-ის 800 000 დოზა მობილიზებულია.
ცნობისთვის, ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრის.
როგორ მუშაობს COVID–19–ის ვაქცინა და როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი ნახეთ აქ.