დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც "ენმ"-ს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბირფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, რის გამოც პარალმენტში დაინიცირდება კანონპროექტი "ენმ"-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე. 

"მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს",  - თქვა კობახიძემ.

სხვა განცხადებები ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგიდან:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი