ერთგან სხდომა, მეორეგან მემორანდუმი - ერთპარტიული პარლამენტი და ერთიანი ოპოზიცია გვერდიგვერდ შენობებში

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება, დარბაზში არა, მაგრამ დარბაზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, მოსწავლე ასხალგაზრდობის სასახლეში არიან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რითაც უარს იტყვიან გაყალბების შედეგად ფორმირებულ პარლამენტში შესვლაზე.

ერთ მხარეს არის მარტო დარჩენილი ივანიშვილი, მეორე მხარეს კი ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთობა. ოპოზიცია, რომნელიც ხალხის ნდობის მანდატითაა აღჭურვილი. დღევანდელი დღის შემდეგ შეიცვლება მოლაპარაკების დეტალები, სტატუსიც, რადგან დღეს ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, სწორედ ამიტომ "ქართულ ოცნებას" არ ექნება უფლება, დღეიდან პირობები წაუყენოს ოპოზიციას, - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი. 

სუსხიანი დილაა, არა? თბილისის შემოგარენში კი ჩამოთოვა... სიმბოლურია, მაგრამ დღეს ყველაზე ნათლად მახსენდება კოლაუ ნადირაძის ლექსი, რომელიც ყველამ ზეპირად იცით: "თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი", მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ, მჯერა, საქართველოს ხერლახლა გასაბჭოებას არ დავუშვებთ, - ამბობს არმაზ ახლვედიანი.

"ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი არლამენტის შენობაში უკვე შევიდა, იქვეა პრეზიდენტიც, თუმცა, დეპუტატებსაც და პრეზიდენტსაც შენობაში მოსახვედრად პოლიციელთა დახმარება დასჭირდათ, რადგან პარლამენტის შესავლელებთან სამოქალაქო აქვისტები არიან შეკრებილი, მათ წინ კი სამართალდამცველები დგანან, რომლებიც დღეს პარლამენტის შენობასთან უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით არიან გადასროლილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი