ივანიშვილის მცდელობა, რომ დაემყარებინა დიქტატურა ჩავარდა - ოპოზიციის ლიდერებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

"დღეს ისტორიული დღეა ვინაიდან, როგორც არასოდეს საზოგადოება არის ერთიანი გაერთიანებული სიმართლის გარშემო. დღეს ჩვენ აქ ვეუბნებით უარს ძალაუფლების მიმტაცებელს გარიგებასა და თანამშრომლობაზე. აქ, ვინც ვართ წარმოდგენილი ჩვენს უკან დგას ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და იქ ახლა [პარლამენტში] პარალელურად შეკრებილი არიან ადამიანები, ვინც წარმოადგენენ მხოლოდ ერთ ადამიანს, ის არ არის ერთ პარტიული პარლამენტი, ის წარმოადგენს ერთი კაცის პარლამენტს", - ამბობს ნიკა მელია 

"მცდელობა ივანიშვილისა მოეხდინა ხელისუფლების უზურპაცია, დაემყარებინა დიქტატურა ჩავარდა და დღეს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს და მე მოვუწოდებ მთელ დემოკრატიულ სამყაროს არ სცნონ ეს შეკოწიწებული პარლამენტად წოდებული ქართუ ჯგუფიდან გამოვარდილი ივანიშვილის ჯოგი", - ამბობს შალვა ნათელაშვილი

 აქვე გეტყვით, რომ პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფებიან პრეზიდენტი, მმართველი პარტიის დეპუტატები, ასევე, იქ უკვე მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პარლამენტის შენობაში მივიდა ასევე პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო. პარლამენტის გარეთ კი, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მიმდინარეობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი