ერთპარტიული პარლამენტის ახალი დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული საქმეებიდან ხედავს სამებას და მისი თქმითვე, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, კულტურის და ხელოვნების 4 000 წარმომადგენელი საქართველოში ცოცხალი არ იქნებოდა.
"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის, ჩემთვის! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ... ვიღაცას ეს მოსწონს და ვიღაცას ეს არ მოსწონს, პირადად მისი ქმედებები... მე არ ვამბობ, მე ამ ადამიანს არც ვიცნობ, ერთხელ ვარ შეხვედრილი რამდენიმე წლის წინ, რასაც მე ვხედავ და რასაც ის აკეთებს, ძალიან ბევრ რამეს... მე სამებასაც ვხედავ და იმასაც ვამბობ, რომ ოთხი ათასი ადამიანი, კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლები, ცოცხლები არ იქნებოდნენ, მისი დახმარების გარეშე" – ამბობს პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე.
ელისო ბოლქვაძე ასევე თვლის, რომ ოპოზიციამ, რომელსაც არჩევნები გაყალბებულად მიაჩნია, პარლამენტიდან უნდა იბრძოლოს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტროიაში პირველი ერთპარტიული პარლამენტის სხდომა დაიწყო. "ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება.