84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი - თეა წულუკიანი განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. 84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი.

ერთპარტიულმა პარლამენტმა დღეს თავმჯდომარედ ისევ არჩილ თალაკვაძე აირჩია.

უკვე დამტკიცებულია სპიკერატის შემადგენლობაც. პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა, რომელსაც 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

მოადგილეების თანამდებობა დაიკავეს დავით სერგეენკომ და კახა კუჭავამ. დავით სერგეენკოს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, არც ერთი წინააღმდეგი. კახა კუჭავას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი