ხელისუფლებიდან არავის ვაპატიებ იმას, რასაც ჩემი შვილების ფსიქიკა უმძიმეს პრობლემებამდე მიჰყავს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც დღეს თქვა რომ შემოუთვალეს, რომ  უსწრაფესად დააკავებენ "მთავარ დებტებში" ამბობს, რომ ხელისუფლებიდან არავის აპატიებს იმას, რაც მის გარშემო ხდება, რადგან ამას უმძიმეს პრობლემებამდე მიჰყავს მისი შვილების ფსიქიკა.

მე მქონდა დღეს შეხვედრა, მთხოვეს მისვლა და იცით, რომ მე მაქვს პერიოდული შეხვედრები, სადაც ხელისუფლების მესიჯებს გადმომცემენ, რაც არის ძირითადად "გაჩერდი!". ერთადერთი, რისიც მეშინია, ეს არის ჩემი საკუთარი რეაქცია... ხელისუფლებიდან არავის ვაპატიებ იმას, რასაც ჩემი შვილების ფსიქიკა უმძიმეს პრობლემებამდე მიჰყავს, მართალია, ისინი არ უყურებენ ქართულ არხებს, მაგრამ როგორც კი გრძნობენ რაღაცას, მაშინვე იწყებენ დაგუგლვას და პოულობენ ინგლისურემოვან წყაროებში, - თქვა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ სტატუსი გამოაქვეყნა. მისი თქმით, არავითარი ქონება, გარდა მეუღლის სახელზე გაფორმებული და ბანკში ჩადებული აგარაკისა, არ გააჩნია და შესაბამისად ვერაფერს ჩამოართმევენ.

ამასთან, როგორც "მთავარი არხის" დირექტორი ამბობს, მის შესაძლო დაკავებაზე, საქმის კურსში არიან ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად გვარამიას ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი