ქართული ოცნებიდან იყო თხოვნა, რომ შემხევროდენ...ხარვეზის შესახებ კი, პირველად USAID-ს ვაცნობეთ - ნიჟარაძე

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია ISFED-ის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზის შესახებ პირველად დონორ ორგანიზაცია USAID-ს აცნობეს. ელენე ნიჟარაძე გამორიცხავს, რომ USAID-ს ხარვეზის შესახებ მმართველი გუნდისთვის ეცნობებინა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

"ჩვენ როდესაც დავადგინეთ უკვე და საბოლოო ინფორმაცია გვქონდა ამის შესახებ, ვაცნობეთ ჩვენს დონორ ორგანიზაციას, USAID-ი არის დონორი ორგანიზაცია. ეს იყო სადღაც ნოემბრის ბოლოს, მე გამოვრიცხავ ინფორმაციის გაჟონვას USAID-დან", - ამბობს ელენე ნიჟარაძე.

ელენე ნიჟარაძისვე თქმით, ორგანიზაციამ შიდა აუდიტი ნოემბრის მეორე კვირაში დაიწყო და ის ასევე გამორიცხავს, რომ მის რომელიმე თანამშრომელს ხარვეზის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის გარეთ გამოეტანა. 

"შიდა აუდიტის ჩატარება, ჩვენ დავიწყეთ 9 ნოემბრის კვირაში. "ქართულ ოცნებას" ვკითხოთ, თვითონ გააჟღერეს ეს ინფორმაცია, რომ რაღაც იცოდნენ, მე არც ერთ ჩემ თანამშრომლებთან დაკავშირებით არ ვუშვებ, რომ რაღაც ინფორმაციის გაჟონვა იყო", - თქვა ნიჟარაძემ 

კითხვაზე, როგორ გაიგო "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე, ISFED-ის მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების შესწორების შესახებ,  ელენე ნიჟარაძე პასუხობს, რომ ამ კითხვაზე მმართველ გუნდს მოეთხოვება პასუხი - "ეს ის არის, რაც უნდა ჰკითხოთ ქართულ ოცნებას, მე ასე ინფორმაცია არ მაქვს".

გადაცემაშივე ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ მასთან შეხვედრა მოითხოვეს: "ოცნების"; "ევროპული
საქართველოს" და "ლელოს" წარმომადგენლებმა. ნიჟარაძისვე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უნდოდათ PVT უბნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეღოთ. 

"ქართული ოცნებიდან იყო თხოვნა, რომ შემხევროდენ, ვინაიდან მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები PVT მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ზოგადად ყველას ვხვდებით, ვისი თხოვნაც იქნება, მათ შორის შევხვდით ოპოზიციურ პარტიებსაც. "ქართული ოცნების" შემდეგ შევხვდი "ევროპულ საქართველოს", "ლელოს". 

"ქართულო ოცნების" მხრიდან იყო თხოვნა, რომ ჩვენ მიგვეწოდებინა PVT უბნები, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარით იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზაციის სტანდარტი, ჩვენ ამ მონაცემებს არ გავცემთ", - თქვა ნიჟარაძემ 

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.

12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". 

კობახიძე და "ოცნების" მთავარი იდეოლოგი, სავარაუდოდ, "სამართლიან არჩევნებზე" საუბრობენ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სკანდალში გაეხვა. მიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის - ფაქტი "მთავარი არხის" კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დააფიქსირა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი