დაიწყეს ნგრევა, არც არავის გავუფრთხილებივართ - აფრიკაში მცხოვრებლები პროტესტს გააგრძელებენ

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებმა ჯერ არ იციან, რა ფორმით გააგრძელებენ პროტესტს - ათამდე სახლი დანგრეულია, ნგრევის პროცესში პოლიციამ მინინუმ, რვა ადამიანი დააკავა, ორსული ქალი კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ პროტესტს შსს-ს შენობასთან გააგრძელებენ და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ნგრევის პროცესს გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური პრტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს, - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ამას გარდა, თბილისის მერს მოუწევს დაადასტუროს, რამდენად კანონიერი იყო აფრიკის დასახლებაში მძიმე ტექნიკის შეყვანა და სახლების დანგრევა, მაშინ როცა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მსგავსი გამოსახლება, პანდემიის პირობებში, ჯერ კიდევ ზაფხულიდან აკრძალულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი