პაციენტი#54 - პაციენტი, რომლმაც მარნეული ეპიდ აფეთქების ცენტრად აქცია - "მთავარი არხის" ექსკლუზივი

გამოქვეყნდა:

პაციენტი ნომერი 54, რომელსაც ვიდრე კორონავირუსი დაუდგინდებოდა, სახლში იყო და 90 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ამ 90-ს კი დაახლოებით 1700- თან. 

4 დღეს კორონავირუსითი ინფიცირებული პაციენტი იზოლირებული არ იყო, მასთან მნახველები შედიოდნენ და სამედიცინო პერსონალიც სპეცეკიპირების გარეშე მუშაობდა.

ახლა ყველა რისკის ქვეშ არის. ეპიდაფეთქება მარნეულში გუშინ დადასტურდა, რაც 62 წლის ქალს დიაგნოზი დაუსვეს, კლინიკა ჯეო ჰოსპიტალი კარანტინის ზონად გამოცხადდა. 50 ექიმი საავადმყოფოშია ჩაკეტილი

"მთავარ არხს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა მარნეულის საავადმყოფოს ერთ ერთ ექიმის ახლო მეგობარმა. მას ჯეოჰოსპიტალიდან კარანტინში მყოფმა მედიკოსებმა დაურეკეს და სთხოვეს საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ რისკი დიდია. 

მთავარმა არხმა დაადგინა, რომ 62 წლის ქალბატონი, მაღალი სიცხით პირველად მარნეულის ავერსის კლინიკაში მივიდა და გამოკვლევის ფასები იკითხა. მან კლინიკა ისე დატოვა, რომ სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. 

19 მარტს კი ჯეოჰოსპიტალს მიაკითხა და ამბოლატორიული გამოკვლევა ითხოვა.  ექიმებს უთხრა, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა და რენდგენი სჭირდებოდა. პირველივე კვლევამ აჩვენა, რომ მას ორივე ფილტვის მწვავე ანთება ჰქონდა. ის რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა კორონავირუსზე ტესტირება არ გაუკეთეს. 4 დღე კლინიკაში პაციენტს ფილტვების ანთებაზე ისე მკურნალობდნენ, რომ კოვიდ 19-ზე ანალიზი არ ჩატარებულა.

4 დღეში კი მდგომარეობა დამძიმდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა რომ ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაეგზავნათ.

ჯეოჰოსპიტალში ამბობენ, რომ პაციენტს სეზონურ გრიპზე მკურნალობდნენ და კოვიდ 19-ზე ანალიზი ამის გამო არ გაუკეთეს.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 11 მარტის შემდეგ ოჯახის წევრების გასვენებაში იმყოფებოდა, არსებული ინფორმაციით შემდეგ ქელეხის სუფრა მოამზადა, სადაც უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ბოლო მონაცემებით ეპიდემიოლოგებმა უკვე გამოავლინეს 1700 ზე მეტი ადამიანი ვისაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა პაციენტ ნომერ 54- თან. პარალელურად ინფექციონისტები ინფიცირებული პაციენტის დის ანალიზის პასუხს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან. მას ვირუსის გამოხატული ნიშნები აქვს და მარნეულის ერთ ერთ კლინიკაში მკურნალობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი