80 წლის ასაკში, რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.
1963 - 1967 წლებში სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე.
ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.
1963–1969 და 1972–1976 წლებში — რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 — ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.
1976–1982 — ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.