ახალციხის საკარანტინო ზონაში თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ არის დაცული – მოქალაქეები ახალი კორონავირუსის ფონზე შექმნილ კრიზისზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ახალციხეში, სასტუმრო „გოლდენ პალასში, სადაც მოქალაქეები იზოლირებულები უნდა იყვნენ, საკარანტინო ზონაში ერთად შეუშვეს. კადრების გადაღება „მთავარმა“ მოახერხა. მოქალაქეები ყვებიან, რომ მარნეულიდან გუშინ გადმოიყვანეს, თუმცა არა ინდვიდუალურ ოთახებში, არამედ სასტუმროს ნომრებში ჯგუფ–ჯგუფად განათავსეს.

დაცვის სამსახური სასტუმროს შენობის შიგნით პირბადის გარეშე გადაადგილდება. რატომ ირღვევა უსაფრთხოების ზომები და რატომ არიან ერთ ოთახში პირები, რომლებიც თვითიზოლაციაში ცალკე ოთხებში უნდა იყვნენ, ამაზე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს პასუხი არ ჰქონდა.  ერთ სივრცეში რამდენიმე მოქალაქის ყოფნა ბესიკ ამირანაშვილმა მათი მოთხოვნით ახსნა.

500-მდე სტუდენტია გადაყვანილი კარანტინში, რომლებიც ნინოწმინდასა და ახალქალაქში კორონაკრიზისს შემდეგ დაბრუნდნენ, რაც საზღვარი სომხეთთან ჩაიკეტა. ნაწილი თვითიზოლაციაში საკუთარ სახლებში დაბრუნდა, ნაწილი კი ბაკურიანში, ბორჯომსა და ახალციხეში სასტუმროებში გადაანაწილეს. თუმცა შემოყვანის შემდეგ ოპოზიციის ინფორმაციით, ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში კარვებში, ერთ სივრცეში ჰყავდათ ჩაკეტილი.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ინფორმაციით, ნინოწმინდაში 180 მოქალაქე თვითიზოლაციაში სახლის პირობებშია, 6 კი სასტუმროს კარანტინში. თუმცა რთული დასადგენია, რამდენად იცავს და რამდენი არღვევს თვითიზოლაციის წესებს, რადგან დღეს „მთავარმა არხმა“ ახალქალაქში ლიბერთი ბანკთან რიგები გადაიღო, სადაც კანონდარღვევა პირდაპირ ჩანს. ბანკომატთან რიგების დროს არ არის დაცული დისტანცია, პოლიცია ამ დარღვევას ხედავს, მაგრამ არ რეაგირებს.

ახლაქალაქში ადგილობრივები ყვებიან, რომ რაც კორონავირუსის კრიზისი დაიწყო, ფასები პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე გაიზარდა. მათი თქმით, ფასები მატება განსაკუთრებით აისახა მედიკამენტებზე.

სამცხე-ჯავახეთში საგანგებო მდგომაროების გამოცხადების შემდეგ პანიკა დაიწყო. მოსახლეობას ბანკებიდან ნაღდი ფული გააქვთ. პენსიონერები დღეს მთელი დღის განმავლობაში ბანკომატიდან კუთვნილი პენსიის განაღდებას  ცდილობდნენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი