ქობულეთში ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; გარდა ამისა, დაშავდა 2 პირი, რომელთაგან ერთერთი ორსულია.
მომხდარს შსს-შიც ადასტურებენ.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.