საქართველოს პრეზიდენტმა „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონია პრემიერმინსტრისთვის მადლობის გადახდით დაწყო. ტრადიციული ამბასადორიალი წელს ონლაინ რეჟიმში ტარდება.
სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ პანდემია სწორად მართა:
“მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და თქვენი თანდასწრებით, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის პანდემიის დროს დაძლეული სირთულეებისთვისა და კრიზისის სწორი მართვისთვის. შეიძლება ვერ ვგრძნობდეთ და ვერ ვაცნობიერბდეთ, თუ რამდენად უფრო რთული და ტრაგიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არა დროული საგანგებო ზომები, რომ არა დროული მობილიზება პოლიციის თუ თავდაცვის ძალების, რომ არა დროული მოსმენა სწორი რჩევების ჩვენი პროფესიონალებისგან და ცხადია, მათი თავდადება. სწორმა მართვამ შეგვაძლებინა, ის რაც ვერ შეძლო ბევრმა ჩვენზე უფრო განვითარებულმა ქვეყანამ, საერთაშორისო მხარდაჭერის ისეთი დონით მობილიზება, რომელმაც მოგვიტანა ძალიან დიდი ფინანსური, მატერიალური დახმარება (ტესტები მათ შორის) და ახლო მომავალში, ვაქცინებით მომარაგება.
ბატონო გიორგი, მადლობა თქვენი გამძლეობისთვის, გამბედაობისთვის და თანმიმდევრულობისთვის - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, მოსამართლედ არჩეულ გოჩა ლორთქიფანიძეს.
სალომე ზურაბიშვილის მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.