კორონაპანიკა საქართველოში – ორსულებისთვის საჭირო რეკომენდაციები არცერთ სამთავრობო გვერდზე არ იძებნება

გამოქვეყნდა:

კორონაპანიკის ფონზე ორსულები საქართველოში სრულ გაურკვევლობაში არიან, არავინ არ იცის, რა საფრთხე ემუქრებათ და როგორ უნდა დაიცვან თავი. არცერთ სამთავროვბო ვებ გვერდზე ორსულებისთვის რეკომენდაციები არ წერია.

ერთადერთი, სადაც რეკომენდაციის შესახებ წერია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ექიმებისთის დამტკიცებული პროტოკოლია, აქ მხოლოდ ორი წინადადებაა, რომ ორსულებზე მონაცემები ცოტაა და კომპეტენტური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.  

ბოლო მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კოვიდ 19– ით სულ 18 ორსული იყო ინფიცირებული, მეცხრამეტე ბოლნისელი გოგონა, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადმოიყვანეს. ქართელი ექიმები ახლა ფიქრობენ, როგორ უნდა მართონ მსგავი ანამზენის მქონე პაციენტები.

ჩინელი სპეციალისტები უკვე დარწმუნებით ამბობენ, რომ ინფიცირებული დედისგან ორსულობის დროს ნაყოფის დაინფიცირება არ ხდება. ვირუსი პლაცენტაში ვერ აღწევს და ბავშვები სრულიად ჯანმრთელები იბადებიან. ჩინელი სპეციალისტების დაკვირვების მიხედვით მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც დაბადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა აქაც მედიკოსები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირება უკვე დაბადების შემდეგ მოხდა.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ორსულებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, დაინფიცირების შემთხვევაში მკურნალობაა. მედიკოსები ამბობენ, რომ როგორც წესი, ფეხმძიმე ქალებში ვირუსი ან სუსტად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ამიტომ განსაკუთრებული მედიკამენტოზური ჩარევა არცერთ შემთხვევაში საჭირო არ გახდა.

ორსულებში კოვიდ 19–ის გამოვლენის შემთხვევაში გინეკოლოგები ინფექციონისტებს რეკომენდაციას აძლევენ. პაციენტის მართვა და მკურნალობა საერთო ძალებით და მათი უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი