ახალგაზრდა ქალი ნასვამმა ქმარმა ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ქალი კი სისხლისგან დაიცალა.
ტრაგედია სამტრედიაში მოხდა. ცხედარი მოკლულის ქმრის ძმამ იპოვა. ქალის ნათესავები ითხოვენ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
მიზეზი რის გამოც ოჯახში კონფლიქტი იყო, მამაკაცის ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას უკავშირდებოდა.
წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა და ისინი მარტო ცხოვრობდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ მანამდე ხმაური არ გაუგიათ, გამთენიისას კი გაიგეს, რომ ქალი დახმარებას ითხოვდა, როცა ჩარევა გადაწყვიტეს ის უკვე გარდაცვლილი იყო.
ცხედარი სამტრედიიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შემდეგ კი მშობლების სახლში გადაასვენეს,
შსს-მ მიმალვაში მყოფი 32 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს, ის მკვლელობის ადგილიდან გაქცევის შემდეგ თავს მიტოვებულ ფარდულს აფარებდა.
ბრალის დამტკიცების შემთვევაში მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წელს ქვეყანაში 20- მდე ქალი მოკლეს, ამდენივეს მკვლელობის მცდელობა იყო. მათი უმრავლესობა ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი გახდა.