კომპანია, რომლისგანაც მერიამ სამშენებლო მასალა იყიდა, ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს აფინანსებდა

გამოქვეყნდა:

კომპანია Arvand Petrochemical Company-ს , რომლისგანაც თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა შეიძინა, სანქცია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული აშშ-სგან.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2019 წელს Arvand Petrochemical Company- დამფუძნებელ კომპანიას, ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ჯგუფს - "სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური მრეწველობის კომპანიას (PGPIC)" დაუწესა. ამის მიზეზი კი, კომპანიის მიერ ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის ფინანსური მხარდაჭერა გახდა.

"ამ ქსელის დამიზნებით ჩვენ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ირანის პეტროქიმიური სექტორის დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ისლამური რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს (IRGC). ეს ქმედება არის გაფრთხილება, რომ ჩვენ სანქციას დავუწესებთ ჰოლდინგურ ჯგუფებს და კომპანიებს პეტროქიმიის სექტორში და სხვაგანაც, თუ დავინახავთ, რომ ისინი IRGC-ს ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფენ", - თქვა ხაზინის მდივანმა, სტივენ ტერნერ მნუჩინმა.

ამასთან, ეს სანქციები სხვა ამეირკულ კომპანიებს უკრძალავს ნებისმიერი სახის თანამშრომლობას ირანულ კომპანიებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის  სანქციები, შესაძლოა, მათზეც გავრცელდეს.

ცნობისთვის, ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის გენერალი ქასემ სოლეიმანი აშშ-ის უპილოტო აპარატის საჰაერო თავდასხმის შედეგად 2020 წლის 3 იანვარს დაიღუპა. გუშაგთა კორპუსი კი, შურისძიებით დაემუქრა ყველას, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილებას იღებდა, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რადგან დაჯგუფებაში მიიჩნევენ, რომ მკვლელობა მის მიერ იყო დამტკიცებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდური თანხით შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ს წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე ავრცელებენ.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი