COVID 19–ზე სწრაფი ტესტების სკანდალი ახალ ფაზაში გადადის – ქართულმა მხარემ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

გამოქვეყნდა:

ახალი კორონავირუსის სწრაფი ტესტების სკანდალი ახალ ფაზაში გადადის. ჩინეთიდან შემოტანლი პროდუქცია დიდი ალბათობით უვარგისია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, რომ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რომელი ქვეყნის მიერ გამოგზავნილ ტესტებს იყენებენ მარნეულში.

საზოგადოებას სჭირდება ძლაიან მკაფიო ინფორმაცია ყველა ტიპის ტესტზე, რასაც იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო და ამიტომ მინისტრი ვალდებულია, მკაფიოდ თქვას, მარნეულში გაგზავნილი ათასი ტესტი, რომელი კომპანიის არის და რა ხარისხის“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღეს ჯანდაცვის მინსიტრმა აღიარა, რომ კონტრაქტი ჩინურ მომწოდებელთან გაწყვიტეს, თუმცა არც მინისტრი და არც მისი მოადგილე არ ამბობენ, ეკუთვნის თუ არა ამ საეჭვო რეპუტაციის მწარმოებელს ის 1000 ტესტი, რომლიც უკვე შემოიტანეს და მარნეულსადა ბოლნისში სწორედ ამ ტესტებით ამოწმებენ ადამიანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი