ოფიციალურად, ნიკა მელია ენმ-ს თავმჯდომარეა - პარტიის ყრილობა

გამოქვეყნდა:

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ ოფისში დღეს ყრილობა გამართა და ელექტრონული წესით არჩეული თავმჯდომარე ოფიციალურად დაამტკიცა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის ელექტრონული არჩევნები ფეისბუქზე მიმდინარეობდა. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო და თავმჯდომარის არჩევაში უშუალოდ ჩართო მხარდამჭერები.

ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობა 20 ათასმა ფეისბუქ მომხმარებელმა მიიღო, საიდანაც ნიკა მელიამ ხმების 64.9%, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1% აიღო.

შეგახსენებთ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს პარტია დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი