დაპირისპირება თელავში - ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრს ცივი იარაღით სახე დაუზიანეს

გამოქვეყნდა:

ინციდენტი მოხდა თელავში - ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი ცივი იარაღით სახეზე დაჭრეს. ლალი კბილაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც მისი ძაღლი გაედევნა, ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სახე დაუზიანა. 

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და  სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. დაზარალებული ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ძაღლების მიზეზით, ქალაქში დაპირისპირება ხდება. ცხოველთა თავშესაფარი რეგიონში ამ დრომდე არ არსებობს, რაც მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნის.

ლალი კბილაშვილს კი ძაღლების თავშესაფარი საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, თელავის ინციდენტზე გამოძიება 120- ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პოლიციაში მიმდინარეობს ინციდენტის მონაწილე მხარეების გამოკითხვის პროცესი.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი