მოვდიოდით ლოზუნგით, რომ ტარიფები დაიკლებდა, "ოცნებამ" საპირისპიროდ შეასრულა-მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში გაზრდილ ელექტორენერგიისა და წყლის საფასურს მთავრობის ოპონენტები "ოცნების" კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯს უწოდებენ და ამბობენ რომ ცვლილება ყველა პროდუქტის ფასზე აისახება. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი ამბობს, რომ დაპირებები ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა "შეასრულა 180 გრადუსით საპირისპიროდ" და ფიქრობს, რომ ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. 

"მოსახლეობისთვის ეს არის დაფიქრების მნიშვნელოვანი საგანი, იმიტომ რომ ჩვენ მოვდიოდით ლოზუნგით, რომ პირელი წელიწადი იქნებოდა კარგი, მეორე - უკეთესი, იქნება ტარიფების დაკლება, ბენზინზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე ფასების დაკლება, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი შეასრულა 180 გრადუსის საპირსპიროდ. ეს გაღატაკებული მოსახლებისთვის იქნება ჯატასტროფული მდგომარეობა, მითუმეტეს პანდემიის ფონზე" - ამბობს გიორგი მარგველაშვილი

შეგახსენებთ, დენი გაძვირდა – მოსახლეობისთვის 3.5 თეთრით, კომერციული ობიექტებისთვის 11–13 თეთრით. ამ საკითხზე პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი